რა არის სულიერი ზრდა და როგორ უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე - ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემაში, აღნიშნული თემის შესახებ ისაუბრა.
ფსიქოლოგის რჩევით, უნდა განსაზღვრო ცხოვრებაში ვინ გინდა იყო - პირი, რომელიც სცენარში მონაწილეობს თუ ადამიანი, რომელიც თავად არის საკუთარი ცხოვრების სცენარის ავტორი.
"ცხოვრების მიმართ უნდა განსაზღვრო შენი პოზიცია - რა ტიპაჟი ხარ, როგორ შედიხარ ცხოვრებაში, ფილმის მაგალითზე რომ ვთქვათ, თუ მე ვარ პირი, რომელსაც იღებენ მასობრივ როლებში, შენ თუ შეხვედი ცხოვრებაში ერთეული, მაშინ ცხოვრება იქნება დაძაბული, იქნები ნაკლებ ანაზღაურებადი, იქნები ნერვიული, დააბრალებ ვიღაცებს რაღაცებს და ა.შ.
მეორე კონცეფცია - იცი, რომ ნიჭიერი და კარგი ხარ, მაგრამ მარტო შენ იცი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ცხოვრებაში შეხვედი იღბალზე, ვიღაცამ უნდა გამოიაროს, უნდა შეგამჩნიოს, თუ შეგამჩნია კარგი, თუ არ შეგამჩნია, ჩაივლის ეს ცხოვრება.
მესამე ვარიანტი - ისევ ფილმის გადაღების მაგალითზე რომ თქვათ, კარგი მსახიობი ხარ, პოპულარული, ყველგან გიწვევენ, მაღალ ანაზღაურებადი ხარ, რაღაცები გაქვს, თუმცა გიხდიან თანხას და ღირებული ხარ მაშინ, როცა რაღაც როლს გთავაზობენ, შენ იმას კარგად ასრულებ და ამით ცხოვრებ, ანუ შენ მონაწილეობ სხვის სცენარში.
კარგია მეოთხე პოზიციონირება, როდესაც შენი ცხოვრების რეჟისორი და სცენარის ავტორი შენ ხარ, შენ წერ შენი ცხოვრების სცენარს. შესაბამისად, ან შენ მონაწილეობს სხვის სცენარში, ან ცხოვრება მიდის შენი სცენარით. თუ სულელური სცენარი გამოგდის, ჭმუჭნი ფურცელს, აგდებ და ახალ სცენარს იწყებ.
თუ მე სხვისი სცენარით ვცხოვრობ, სულ მაინტერესებს, შემდეგ რა ხდება, მერე რას მიზამ. თუ ვამბობ, რომ სამსახური მართმევს 8 საათს, მე სხვის სცენარში ვარ, მაგრამ თუ ვამბობ, რომ სამსახურს გამოვუყავი 8 საათი - ეს ჩემს სცენარში არის. აქედან იწყება მოტივაცია. შენი ზოგადი დამოკიდებულება უნდა განსაზღვრო", - განაცხადა ზურა მხეიძემ.