ცნობილი ჩინელი ველომრბოლელი და ბლოგერი პან ხაილი, 31 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჰონგ-კონგში, დისნეილენდში, მეგობრებთან ერთად, ველოსიპედებით სეირნობდა, რა დროსაც მას სამგზავრო ავტობუსმა გადაუარა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს აცნობა, რომ, მეგობრებთან ერთად, ველოსიპედებით სასეირნოდ მიდიოდა.