21 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
Fox News: კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს, გამოიყენა თუ არა ბაიდენის-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

კერძოდ, კონგრესის კომიტეტი იძიებს, გამოიყენა თუ არა ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები აღნიშნული ვიზიტისთვის.

ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა წერილით მიმართა თეთრ სახლს, პენტაგონსა და იუსტიციის დეპარტამენტს, რომელშიც ითხოვს დოკუმენტაციას ადმინისტრაციის მიერ სამთავრობო რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

"კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, სცადა თუ არა ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ, გამოეყენებინა უცხოელი ლიდერი ვიცე-პრეზიდენტი ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის სასარგებლოდ და, თუ ასეა, ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა“, - ნათქვამია წერილში.

კომერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ, რომელშიც უკრაინელმა ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი.

"მან [ზელენსკიმ] ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვერ შეძლებენ ომის შეჩერებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. უცხოელი ლიდერის ეს რიტორიკა, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ის გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ვიზიტის წინ, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ძალიან შემაშფოთებელია. კომიტეტი იძიებს ნებისმიერ კოორდინაციას ან კომუნიკაციას ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციას, პენსილვანიის გუბერნატორის ოფისსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამთავრობო ქონების ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კომერმა.

დღის ამბები