21 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, გიორგი გახარიასთან ვერშემდგარი თანამშრომლობის მიზეზებზე "პარლიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რის გამოც გახარიას პარტიასთან გაერთიანება ვერ მოხერხდა, მის მიერ "ფორმულას" ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის აგენტად არ მიიჩნევს და ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც ვერ ხედავს.

"ჩემი აზრით, ამის ფორმალური მიზეზი, რაც იყო დასახელებული, იყო ჩემი გამოსვლა გუშინ "ფორმულას" ეთერში, რომ ვითომ მე ბიძინა ივანიშვილი დავიცავი ამ ეთერში, როდესაც აბსოლუტურად არ მგონია, რომ ეს გავაკეთე.

მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ის, რომ პრაქტიკულად, ამის ფაქტებს ვერ ვხედავ. დასავლურ კურსს რომ გადაუხვია [ხელისუფლებამ], ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებენ? მე ვერ გავიგე იქით მხარეს [გახარიასთან] რა იყო სიმართლე. ჩვენ ვითომ მოლაპარაკებული ვიყავით ერთზე, მერე მეორეზე, მერე მესამეზე და ეს სისტემატურად იცვლებოდა. არ ვიცი სიტყვა გატეხა თუ რა, მე არ ვიცი მაგის თავში რა ხდება, თვითონ ჰკითხეთ. ჩემი აზრით, ჩემი და გახარიას ერთად გამოსვლა, ძალიან დიდ როლს ითამაშებდა ამ არჩევნებში, ჩვენ შეიძლებოდა, გარდატეხა მოგვეტანა. მე ბევრჯერ შევეცადე რომ ეს ამეხსნა, მაგრამ ალბათ, ვერ დავარწმუნე," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები