21 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით, იმის იმედი, რომ ომი რამდენიმე კვირაში ან თვეში დასრულდება უკრაინის ცალსახა გამარჯვებით, შესაძლოა, ყველასთვის საშიში იყოს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ უკრაინის გეგმა უნდა შეაფასონ და, მიზნის მისაღწევად, ყველაფერი უნდა გააკეთონ, თუმცა არა - ნებისმიერ ფასად. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

"ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით, იმის იმედი, რომ ომი რამდენიმე კვირაში ან თვეში დასრულდება უკრაინის ცალსახა გამარჯვებით, შესაძლოა, ყველასთვის საშიში იყოს. ამიტომ, მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა საჭიროა იმის გათვალისწინებით, თუ რა არის რეალურად შესაძლებელი", - წერია ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში.

დღის ამბები