22 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
გია ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

თბილისში იმყოფება სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის დელეგაცია. სტუმრებთან პირველი შეხვედრა ელისო ბოლქვაძემ გამართა. ისაუბრეს საკანონმდებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დელეგაციას შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკიც.

"ის ვექტორი, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ახასიათებს კიდევ უფრო ძლიერდება კულტურულ სფეროშიც და კულტურული დიპლომატია არის ერთ-ერთი საგანგებო მიმართულება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო კულტურულ სფეროს ახალგაზრდების ურთიერთობების გაღრმავებას და ზოგადად სამეზობლოში იმ სტაბილურობის შენარჩუნებას საკმაოდ რთულ ვითარებაში, რომელიც დრეს განაპირობებს კარგ ეკონომიკურ მაჩვენებელს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები