22 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატად ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი დაასახელა

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორობის კანდიდატად ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი დაასახელა.

ბონდი ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა გავლენიან პოსტზე მას შემდეგ წამოაყენა, რაც აშშ-ის კონგრესმენმა, მეტ გეცმა ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.

გეცის დასახელებამ შტატებში სკანდალი გამოიწვია, რადგან კონგრესმენის მიმართ ბოლო რამდენიმე წელია არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენებისა და ქრთამის აღების შესახებ.

მეტ გეცი ბრალდებას უარყოფს. თუმცა მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე მისი დარჩენა ახალი ადმინისტრაციის სამზადისის პროცესისთვის შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო.

დღის ამბები