22 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
ახალგაზრდა ქალს 14 წლის შვილის დახრჩობა ედება ბრალად - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელსაც საკუთარი 14 წლის ქალიშვილის დახრჩობა ედება ბრალად. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ქალის მას შემდეგ დააკავეს, რაც თვითმხილველებმა ნახეს, რომ მას გოგონას თავი აბაზანაში წყალში ჰქონდა ჩაყოფილი და ხელით იჭერდა.

35 წლის ქალს ბრალად ედება სასიკვდილო იარაღით თავდასხმა და ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება.

პოლიციის განმარტებით, ისინი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რათა დაადასტურონ გოგონას გარდაცვალების მიზეზი.

დღის ამბები