უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მატჩში ქალთა საფეხბურთო კლუბმა "რაჭა 2020-მა" ხობის "კოლხეთი "2:0 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლა ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს.