21 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ეკა გიგაურმა და ხათუნა ლაგაზიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს ფინანსური ანგარიშები უნდა წარუდგინოს - ანტიკორუფციულმა ბიურომ ისინი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოაცხადა

ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გამოაცხადა. დღეიდან მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი გავრცელდება და 5 დღის ვადაში ფინანსური ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინონ. რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "აირჩიე ევროპა" აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს სატელევიზიო კომენტარი არც ხათუნა ლაგაზიძის და არც ეკა გიგაურის ორგანიზაციაში გააკეთეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პოზიციას იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია "ლელოში". გაერთიანება" გირჩში" კი არ უკვირთ, რომ "ენჯეოები" პოლიტიკისგან დამოუკიდებლები არ არიან.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისთვის კანონთან შესაბამისი არა "ენჯეოების" ქმედება, არამედ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაა. სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ზღვარი დიდი ხანია, მოშლილია.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დღეს გამოაცხადა.

დღის ამბები