21 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო მაქსიმალურად იქნება ჩართული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან პოლიტიკური დიალოგისთვის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო მაქსიმალურად იქნება ჩართული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გენერალური დებატები უკვე გაიხსნა. პრემიერ-მინისტრი გახსნის ცერემონიას სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრო. გაეროს მთავარ ტრიბუნას კი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პრემიერის სიტყვაში ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა იქნება.

პრემიერ-მინისტრი პირისპირ უკვე შეხვდა ანტონიო გუტიერეშს. მთავრობის მეთაურმა გენერალურ მდივანთან, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიან დაძლევაზე და ამ პროცესში თანამეგობრობის ერთიან ძალისხმევაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ანტონიო გუტიერეშს მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე მუშაობაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ ბინა ნიუ-იორკში, 200-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას, ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრი სიტყვით უკვე გამოვიდა მომავლის სამიტზე, სადაც ადამიანის უფლებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

დღის ამბები