21 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის რჩევები

რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში "რუსთავი 2-ის" დილის ეთერში იმ მედიკამენტებზე საუბრობს, რომლის მიღებაც ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

"ზოგადად ფართო მცნებაა მედიკამენტებზე საუბარი ორსულობის დროს, მიღებულია რომ ტემპერატურის მატების დროს, 37,5 ზემოთ სასურველია პარაცეტამოლის მიღება.

აკრძალულია იბუპროფენის და იბუპროფენის ნებისმიერი ჯგუფის მედიკამენტის მიღება, ასევე ნიმესილზე საუბარი ზედმეტია. იბუპროფენი იწვევს ნაყოფში გულის გარკვეულ ცვლილებებს, ასევე ნაყოფის თირკმელებზეც ახდენს გავლენას.

პანადოლის და პარაცეტამოლის მიღება თავისუფლად შეიძლება, როგორც ტკივილგამაყუჩებლად ასევე სიცხის დამწევადაც.

საერთოდ ორსულობის დროს სჯობს ყველა თავის ექიმს დაუკავშირდეს მედიკამენტებთან მიმართებაში,"- აცხადებს თათა ტუღუში.

ფეხმძიმე ქალის მიერ მიღებული წამლები ნაყოფის ორგანიზმში, ძირითადად, პლაცენტის გავლით აღწევს, იმავე გზით, რითაც ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ორსულობისას მიღებულმა მედიკამენტებმა შეიძლება ნაყოფზე იქონიოს სხვადასხვანაირი გავლენა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ფეხმძიმე ინფორმირებული იყოს რომელი მედიკამენტია კატეგორიულად აკრძალული და რომელი დასაშვები.

დღის ამბები