21 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ნიუ-ორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79 სესიის გენერალური დებატები გაიხსნა

ნიუ-ორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79 სესიის გენერალური დებატები გაიხსნა. სხდომას ესწრება საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს.

პრემიერი ასევე დაესწრება შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით დაგეგმილ ოფიციალურ მიღებას. მანამდე კი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერს ექნება ძლიერი გზავნილები საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით.

"საქართველოს ყოველთვის აქვს ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზ მიღმა. ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედ პრემიერ-მინისტრს ექნება ძალიან ძლიერი გზავნილები ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით. იმ სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მიმართვა ექნება პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები