მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. უნგრეთში გამართულ 45-ე ოლიმპიადაზე, ნანა ძაგნიძემ ინდივიდუალურ სახეობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა, ვაჟები კი მე-19 პოზიციაზე გავიდნენ.
ბუდაპეშტში მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის 100 წლის იუბილეც აღინიშნა. დააჯილდოვეს სპორტსმენები და ორგანიზაციები. ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს ნაკრები დასახელდა. სპეციალური პრიზი ნონა გაფრინდაშვილს გადასცეს.