22 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"ტურიზმი და მშვიდობა" - საქართველო, პირველად, მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

27 სექტემბერს, საქართველო, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა "ტურიზმი და მშვიდობა".

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

"საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

2023 წლის გაზაფხულზე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

May be an image of 3 people and text

May be an image of 14 people, suitcase and text

May be an image of 11 people and text

May be an image of text

No photo description available.

დღის ამბები