NASA იუპიტერის თანამგზავრ "ევროპაზე" თავისი პირველი მისიის გასაშვებად ემზადება, რათა დაადგინოს, აქვს თუ არა მას სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
NASA-ს Europa Clipper-ის გაშვება 10 ოქტომბერს, კენედის კოსმოსური ცენტრიდან იგეგმება, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. Europa Clipper-ს ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ი გაიტანს.
NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის პრესრელიზის თანახმად, მისიის მიმდინარეობს განმავლობაში, რომელიც ორ ათწლეულს მოიცავს, სააგენტო დაახლოებით 5,2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.
ცნობისთვის, მისია 2015 წლიდან დაიწყო და 2034 წელს დასრულდება.