22 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი NGO-ების ნაწილის მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე - მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - ამის დაზიანებას ვერანაირად ვერ შეძლებენ

ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოაშკარავდა.

ილია დარჩიაშვილი მათ მოუწოდებს, თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას.

"მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის - ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - აცხადებს მინისტრი.

 

დღის ამბები