21 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
კომპანია Ford-ი 144 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

აშშ-ში, კომპანია Ford-ი 144 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს. მიზეზი, უკანა ხედვის კამერის გამოსახულების ხარვეზია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, გაწვევა 2022-2024 წლებში გამოშვებულ Ford Maverick-ს შეეხება. უწყების განმარტებით, ავტომობილის უკანა ხედვის კამერის გამოსახულება, უკუსვლით მოძრაობის დროს შეშდება, რაც ქარხნული ტექნიკური ხარვეზის შედეგია.

დღის ამბები