საქართველოში დანაშაულის ეფექტური კონტროლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, მსოფლიო ბანკმა ახალ ინდექსში გაწერა. მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპაში მეათე ადგილზე - საქართველო მონაცემებით დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. კვლევა "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ" გამოაქვეყნა. დანაშაულის კონტროლის შეფასების 100%-იანი სისტემით ქვეყანამ, 92% დაიმსახურა.
ინდექსის მიხედვით, საქართველო დანაშაულის ეფექტური კონტროლით განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს უსწრებს. ქვეყნის პროგრესის არ სჯერა და გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებს არ ენდობა ოპოზიციის ნაწილი.
დანაშაულის ეფექტური კონტროლის მიმართულებით არსებული ინდექსი, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. რეიტინგებში საქართველოს წარმატებას, ბოლო წლებში გატარებულ სწორ რეფორმებს უკავშირებს საპარლამენტო უმრავლესობა.
ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის და რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.