21 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
გახარიამ დღეს თქვა, რომ მოლაპარაკებას წერტილი დაესვა - მამუკა ხაზარაძე

გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ერთობა არ შედგა, წერტილი ამჯერად ორივე ლიდერმა დასვა. მოლაპარაკებების მესამე დღეს, გიორგი გახარიამ, მამუკა ხაზარაძეს  სამი პირობა წაუყენა, რომელიც მამუკა ხაზარაძის შეფასებით, შეუსრულებელი მისიაა.

"ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გახარიამ მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვა. 

"დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. მე აღარ წავალ და არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" სტილია. მე მას შევთავაზე - რადგანაც ჩვენ კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ-თქო, ხომ არ ჯობია სიაში არ ვიყოთ და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი-თქო, თუმცა გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან ეს შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მზად ვიყავი ეს პუნქტი შემეცვალა. 

ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ცუცქირიძის დილის ინტერვიუ. მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი რამ, რაც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მე მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები