21 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ამ სცენარის გათამაშებისა და ილუზიის შექმნის მიზანია, ხალხი მოატყუონ და დააშინონ - მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარე მმართველობას თავიდან ბოლომდე დაემორჩილება - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "გარე დამკვეთების" მთავარი მიზანია ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მათ "ბოლომდე დაემორჩილება. 

"დღეს პრობლემა რაშია? სახელმწიფოს გარედან ვერ მართავენ. სახელმწიფოს მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, ახლა, მთელი ამ სცენარის გათამაშებისა და ამ ილუზიის შექმნის მიზანია, რომ, რამენაირად, ხალხი მოატყუონ და დააშინონ, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარე მმართველობას თავიდან ბოლომდე დაემორჩილება.

ეს გახარია-ხაზარაძის ეპოპეაც, თავის ზურაბიშვილიანად, ემსახურება სწორედ ამას - თითქოს, "ნაციონალებთან" არასდროს კავშირი არ ჰქონიათ, არადა, ამჟამადაც ალიანსში არიან, ქაღალდზე გაფორმებულ ალიანსში არიან საკრებულოებში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები