21 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის აფეთქებაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს შემკვეთად, არჩევნებს რატომ დაამთხვია საქართველოში ვიზიტი და თან, ყალბი დოკუმენტებით რისთვის შემოვიდა?!

 საკუთარმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა, ბროილერის ქათამივით გაწირეს და ბოლოს, “საკალბასე” ხორცადაც არ დატოვეს გუნდში. ეს კი თავს იმით იმშვიდებდა, შეთქმულება მომიწყვესო. საკუთარს არავის უნდიხარ და სხვას, ვის დაჰკარგვიხარ?! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გივი თარგამაძის შესახებ და ეხმიანება ფაქტს მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, საინტერესოა, ვის დაასახელებს ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის აფეთქების შემკვეთად და რატომ ცდილობდა წინასაარჩევნოდ ყალბი დოკუმენტებით საქართველოში შემოსვლას.

"საკუთარმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა, ბროილერის ქათამივით გაწირეს და ბოლოს, “საკალბასე” ხორცადაც არ დატოვეს გუნდში. ეს კი თავს იმით იმშვიდებდა, შეთქმულება მომიწყვესო. საკუთარს არავის უნდიხარ და სხვას, ვის დაჰკარგვიხარ?!

დღეს დააკავეს, ყოფილი “კუდელი” ტერორისტი, ვინც ეს “საკალბასე მასალა” ააფეთქა და საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს შემკვეთად?
ნეტა, არჩევნებს რატომ დაამთხვია საქართველოში ვიზიტი და თან, ყალბი დოკუმენტებით რისთვის შემოვიდა, თუ პატიოსანი კაცია?!
ისე, ყველა მოძალადისა და მკვლელი რეჟიმის მსახურის თავს ადრე თუ გვიან, მაინც წამოადგება დამოკლე და ყველა აგებს პასუხს, საკუთარი ნამოქმედარის შესაბამისად!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

დღის ამბები