21 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ბერდია სიჭინავამ "დღის კურიერთან" დაადასტურა, რომ, ხაზარაძის გუნდთან მოლაპარაკებისას, ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, კოალიციის სიაში თავად გახარია არ უნდა ყოფილიყო

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ, "დღის კურიერში", დაადასტურა, რომ ხაზარაძე-გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ხაზარაძის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია კოალიციის სიაში არ უნდა ყოფილიყო.

დიახ, ასეთი საკითხი იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა:

"განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გიორგი გახარიას გუნდი ყოველთვის მოქმედებდა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არასდროს დაგვიყენებია სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიული ინტერესი და თანამდებობა. ჩვენ, ვთანხმდებოდით იმაზე, რომ "ოცნება", როგორც პარტია, ხელისუფლებიდან არის გასაშვები ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, თუ ამ პარტნიორობას ჩვენ მივაღწევდით კონკრეტულ პარტიებთან, თუკი ამ სულისკვეთებას იზიარებდნენ.

პრეზიდენტს ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებულ პატივს ვცემთ და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი კვირით ადრე, ამ მოლაპარაკებების დაწყება, იმ გადაწყვეტილებამდე, სანამ პარტიებმა უნდა წარადგინონ თავიანთი პოლიტიკური საარჩევნო სიები, იყო შეცდომა, მაგრამ არც ის იქნებოდა სწორი, ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩვენ არ შევსულიყავით და ეს შესაძლებლობა არ გამოგვეყენებინა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავთანხმდით თანაბარ სამართლიან პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ნომრის დათმობა გვიწევდა.

როგორც კი ეს საკითხიც მოვხსენით მოლაპარაკებებიდან, პარტნიორის სიხარბე გადაიზარდა ძალიან ბევრ რამეში. მეორე მხარის სიხარბე გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე უნდა გვეთქვა უარი, რისთვისაც მზად ვიყავით, მხოლოდ სამ პრინციპს უნდა ემუშავა. ეს იყო 1. ნეიტრალური პლატფორმა, თანაბარი პარიტეტული და სამართლიანი განაწილების პრინციპი, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. 3. "ლელომ" აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ როგორც "ქართულ ოცნებას" არ შეუკრავს კოალიციას, ისე არ შეუკრავს კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობას".

გახსოვთ, მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ ითხოვა პროცესის გადადება იმისთვის, რომ კონსენსუსი მოეტანა თავისი პარტიიდან და ესეც ვერ შეძლო,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები