21 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
მუდმივად ხდება ძალიან ბინძური ხერხებით არჩევნების არევ-დარევა - გამორიცხული არაა, მსგავსი პროვოკაციები იყოს დაგეგმილი - მაკა ბოჭორიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულის, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. ბოჭორიშვილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ, ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავდეს. 

"სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოში, არჩევნების პერიოდში, ძალიან ხშირად, მუდმივად ხდება ძალიან ბინძური თემებით და ხერხებით არჩევნების არევ-დარევა. გამორიცხული არაა, რომ მსგავსი პროვოკაციები იყოს დაგეგმილი; მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებია მათი დასაყრდენი მაშინ, როდესაც არჩევნებში რაც არის მთავარი - ხალხის მხარდაჭერა - არ გაქვს, არ გაქვს იმედი, რომ ხალხის მხარდაჭერის შეგიძლია იყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მაშინ ისინი მიმართავენ მსგავს ხერხებს - პროვოკაციებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.
ამავე თემაზე
დღის ამბები