21 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ოპოზიციაში მყოფმა ყველა პარტიამ იცის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ეძებენ გზებს, რა ფორმით მოხვდნენ პარლამენტში - მაკა ბოჭორიშვილი

ცოტახნის წინ დასრულდა გიორგი გახარიას ბრიფინგი. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა განმარტა, რატომ ვერ შედგა მისი და მამუკა ხაზარაძის ერთობა.

ბრიფინგამდე, "ლელოს" მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინეთ. მამუკა ხაზარაძემ და მისმა გუნდმა დაასახელეს მოლაპარაკების ჩაშლის ის მიზეზი, რომელიც მათ გახარიასგან მოისმინეს - ეს იყო "ლელოსთან" გაერთიანებაში მყოფი ლევან ცუცქირიძის განცხადებები.

ამ მიზეზს, თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ გახარიას მოუწევდა მეტი განმარტება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში პარლამენტში შესვლაზე "მიდის ორომტრიალი".

"ყველა ყველაფერს გაუხსენებს ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, ისე იქნება ყველაფერი, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა იყოს. ფაქტი არის ერთი - ოპოზიციაში მყოფმა ყველა პარტიამ იცის, რომ ბარიერი გადალახვის პრობლემა აქვთ და ეძებენ გზებს, რა ფორმით მოახერხებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას და რა ფორმით მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამაზე მიდის მთელი აჟიოტაჟი და ორომტრიალი მათ შორის,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

დღის ამბები