21 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ფორმულას" ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძის კითხვაზე განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება, კითხვით მიმართა ჟურნალისტებს - აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები არიან თუ მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „მტრები“ უპასუხა.

"აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, - განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.

დღის ამბები