21 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო რეიტინგში - ინდექსი, რომელშიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს წარმატება ასახა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება

ინდექსი, რომელშიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს წარმატება ასახა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. რეიტინგში ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო 41 სახელმწიფოს შორის დასახელდა. მონაცემები "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ" გამოაქვეყნა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ 66 პროცენტი მიიღო და 37-ე პოზიციაზე გავიდა.

ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 9 წევრს, ასევე ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს. საერთაშორისო რეიტინგებს არ ენდობა და ინდექსების საზომთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილს.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ყველა საკვანძო მიმართულებით საქართველოს აღიარებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ადამიანის უფლებები კი დაცული.

აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსი, "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელიც 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებლების შეფასებას ეხება.

დღის ამბები