21 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

ბათუმში, 16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და მასში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები