21 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ბიზნესმა საკუთარი წინადადებები დღეს პრემიერს გააცნო, ირაკლი კობახიძემ კი ახალ პრიორიტეტსა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ის ფაქტორები ჩამოთვალა, რაც ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა.

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის სწორი თანამშრომლობა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოს დიდწილად განსაზღვრავს - ასე ფიქრობენ ბიზნესმენები. კონფერენციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევები ადეკვატურად შეფასდეს, რომ შემდეგ მათზე რეაგირება დროულად მოხდეს.

კონფერენციაზე ითქვა, რომ ეკონომიკაში დადებითი პარამეტრების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა. გარე და შიდა საფრთხეების ფონზე, პრემიერმა ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

"როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები" - კონფერენციის მონაწილეებმა დღეს, ბიზნეს კლიმატი განხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

დღის ამბები