21 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
მეცნიერებმა, ყავის ახალი დადებითი თვისებები გამოავლინეს

ახალი კვლევის თანახმად, დილის ფინჯან ყავას არა მარტო თქვენი გამოფხიზლება შეუძლია, არამედ კოფეინის ზომიერი მოხმარება - დღეში ერთიდან სამ ფინჯნამდე, კარდიომეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკებს, როგორიცაა გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და ჰიპერტენზია - მინიმუმამდე ამცირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევის წამყვანი სპეციალისტის განცხადებით, ყავისა და კოფეინის მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი დამცავი როლი
ითამაშოს კარდიომეტაბოლური დაავადების განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 360 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გაანალიზეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბიოლოგიური ბანკიდან აიღეს.

დღის ამბები