21 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
“მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული, ავიღეთ პაუზა” - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტთან შეხვედის შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა:

"ბევრ საკითხზე ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით ერთ რამეზე, გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძნა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავშვათ ხელმძღვანელობიდან.  მოლაპარაკება არ არის დასრულებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე კი, ერთმანეთს მამუკა ხაზაძე და გიორგი გახარია შეხვდნენ. 

დღის ამბები