ხელჩართული ჩხუბი სან პაულოს მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატებზე. მერობის კანდიდატმა ჟოზე ლუის დეტენამ ოპონენტს, პაბლო მარსალის სკამი დაარტყა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება.
დაზარალებული პაბლო მარსალი გულმკერდის არეში მიყენებული ფიზიკური დაზიანების გამო, ჰოსპიტალიზებულია. თავდამსხმელი კანდიდატი კი აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვა მაგრამ არ ნანობს.