22 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ღია მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, რითაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა" ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით, საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით, მსოფლიოში  41-ე პოზიციაზეა. ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. 

საქართველო ლიდერია მეზობელ ქვეყნებს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

დღის ამბები