21 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ. მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ - შალვა პაპუაშვი

14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ. მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციაშიც ყველა ხვდება, რომ ამ ტყუილს არავინ იჯერებს.  

"14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია უკვე შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა. უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა გიორგი ვაშაძე, დღეს ვნახეთ, რომ მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს. ოპოზიცია იქცა ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად ოპოზიცია. თან გასაკვირი პირობა ჰქონდათ, დებატებში თუ დაგვიჯდებით, გავამხელთ რა ფონდებიაო და ისე, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, საიდან არის ეს ფონდები. ერთ რამეს შეგახსენებთ, იგივე ხალხი, იგივე პოლიტიკოსები და "ენჯეოები" კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა მოეცათ თურმე ჩვენთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, სად არის ეს მილიონები, ჯერ ამას ველოდებით, იქნებ აქედან დაიწყონ. მოითხოვონ ის მილიონები, რომლებიც გვეკუთვნის თურმე და არ მოუციათ და შემდეგ გადავიდნენ მილიარდებზე", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები