21 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას ბულინგსა და ძალადობაში ადანაშაულებს - "ქართული ოცნების" ლიდერები ბოლო დროინდელ ფაქტებზე საუბრობენ

არჩევნებამდე 42 დღით ადრე, მმართველმა გუნდმა ვრცელი ანგარიშის გამოქვეყნება დააანონსა, რომელშიც 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყველა წინასაარჩევნო დარღვევის ფაქტი იქნება ასახული. მანამდე კი, ძალადობასა და ბულინგზე, მათ შორის, სპორტსმენები, სააგიტაციო მასალების განადგურებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე გივი მიქანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გაიხსენა უახლესი წარსული- ტრაგიკული შემთხვევა წყალტუბოში, დავით მათიკაშვილთან და ჩიგოგიძესთან დაკავშირებული ინციდენტები.  

არცერთ ამ შემთხვევაზე, გივი მიქანაძის თქმით, დასავლელ დიპლომატებს და არც დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

უმრავლესობის ბრალდებებს არ იზიარებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ერთადერთი, ვინც ძალადობას ახალისებს "ქართული ოცნებაა".

ოპოზიციის რეალური მიზანი რომ რევოლუციური სცენარის განხორციელებაა, ეჭვქვეშ არ აყენებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტები გეგმას, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას უკავშირდება, რეალობად ვერ აქცევენ.

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიშს მომდევნო კვირას გაასაჯაროებს. დოკუმენტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ.

 

ავტორი: ნატა გოგატაძე 

 

 

 

 

 

დღის ამბები