21 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება - ომში მყოფმა ქვეყანამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

ვაშინგტონისა და ლონდონის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ უკრაინას მათი იარაღით რუსეთზე დარტყმის ნებართვას მისცემდნენ. თუმცა ჩანს,რომ ლიდერები ფრთხილობენ,ამიტომ ამერიკული ATACMS-ისა და ბრიტანული Storm Shadows-ების ირგვლივ, საკითხი ღიად დარჩა. ოპტიმიზმის მარცვალი მაინც არსებობს,რადგან თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება.

კრემლში დარწმუნებულები არიან,რომ დასავლეთში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და თან, კიევის სასარგებლოდ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ამ დაშვებას კვლავ პუტინის ბოლო განცხადებით უპასუხეს, რომელიც ასე ჟღერდა.

პენტაგონში ამბობენ,რომ პუტინის ეს განცხადება სერიოზულად მიიღეს და რუსეთის შიგნით შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის პოზიცია უახლოვეს მომავალში არ შეიცვლება. უახლოვეს მომავალში შეხვედრა ბაიდენთან ექნება ზელენსკის, სადაც უკრაინის პრეზიდენტი სავარაუდოდ პროცესების დაჩქარებას მოითხოვს.

ფრონტის ხაზიდან კი სიახლეებია.დღეს უკრაინამ და რუსეთმა მორიგ ჯერზე გაცვალეს ტყვეები. ამჯერად 103 რუსი სამხედრო 103 უკრაინელის სანაცვლოდ. უკრაინელები სახლში, რუსები კი ჯერჯერობით ბელარუსში ბრუნდებიან. ისინი მოწინააღმდეგეებმა კურსკიდან აიყვანეს. კურსკში კი რუსეთის კონტრშეტევა გრძელდება, ბოლო ინფორმაციით მათ 10 დასახლებულ პუნქტზე აღიდგინეს კონტროლი. მიუხედავად ამისა, უკრაინა მოწინააღმდეგეს აკავებს და დონეცკში პოზიციების გაუმჯობესებასაც ახერხებს. უკრაინამ დღეს რუსეთის მიერ ნასროლი 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 მოიგერია.

 

დღის ამბები