21 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიაყენონ ზიანი

საერთაშორისო პლატფორმებს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე გერმანიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ებრძვის ქვეყნის მომავალს რადიკალური დაჯგუფება ებრძვის. 

"ეს მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს და ანა ნაცვლიშვილს არ ეხება. ადამიანს გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო პლატფორმებს იყენებდე ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდიოდე და პირდაპირ ამბობდე, რომ საკუთარი ქვეყანა, შენი სამშობლო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს, საქმე?! ეს არის ერთი რადიკალური დაჯგუფება, მასში შედიან ის ადამიანები, ვინც თქვენ დაასახელეთ, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს. მათი სურვილი იყო, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის და სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი წარმატებული შეჩერდეს და ქვეყანას მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები