21 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მოვუწოდებთ ოპოზიციას, თავი შეიკავონ სიძულვილის კამპანიისგან, ეს ყველაფერი ვერ გაზრდის მათ საარჩევნო შანსებს - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი აქტებისგან. სიძულვილი არ არის შესაფერისი ქართული კულტურისთვის და ნუ მოიქცევა ოპოზიცია ისე, როგორც არ შეშვენის ეს ქართულ კულტურას. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ცდილობენ, რომ ასეთი აქტებით გადაფარონ საკუთარი უსუსურობა.

„იყო არაერთი ფაქტი, არის თავდასხმები, მათ შორის პარლამენტის და მთავრობის წევრებზე, იყო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობის ფაქტები, მაგალითად, ზუგდიდში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში. ერთ-ერთ ასეთ აქტს შეეწირა ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება, ასეთი აქტები ხორციელდებოდეს არჩევნების პროცესში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. სიძულვილი არ არის შესაფერისი ქართული კულტურისთვის და ნუ მოიქცევა ოპოზიცია ისე, როგორც არ შეშვენის ეს ქართულ კულტურას. ჩვენ მათი მხრიდან ბევრი დანაშაული გვახსოვს, მაგრამ მაინც უნდა შევახსენოთ მათ, რომ უნდა შეძლონ თავის ხელში აყვანა და სიძულვილის გარეშე ამ კამპანიის ჩატარება.

ისინი ხედავენ, რომ ძალიან მძიმე ვითარება აქვთ, რეალურად ჯამურად მთელი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის 25%, საიდანაც დიდი ნაწილი ვერ ლახავს ბარიერს, ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება, ისინი ცდილობენ, რომ ასეთი აქტებით გადაფარონ საკუთარი უსუსურობა, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუწყობს მათ საარჩევნო შანსებს, ვერ გაზრდის ვერანაირად მათ საარჩევნო შანსებს, შესაბამისად, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის კამპანიისგან“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები