21 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იქნება ის, ვინც თავის ბედს თვითონვე განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ნათელ მომავალს, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას - მამუკა მდინარაძე

აგენტურული პარტიები დღეს ლაპარაკობენ ერთ ხმაში და ხშირად მოისმენთ მათგან -უცხოეთიდან შემაშფოთებელი გზავნილები ისმის და ასე შემდეგ. შემაშფოთებელი კი არა გამაფრთხილებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს, როცა პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა შიდა ქართლის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და აღნიშნა, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს გორში ჩასვლას და მოქალაქეებთან შეხვედრას.

მისივე თქმით, მხოლოდ შვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ-ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანიც, დევიზიც და ის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ.

"ხალხს ღამე ბიზნესებს აფორმებინებდნენ სხვებზე, არეკეტებდნენ, ტელევიზიებს იტაცებდნენ, ტერიტორიებს რუსეთს აბარებდნენ. მაშინ არათუ შემაშფოთებელი, ელემენტარული გაფრთხილების მიმანიშნებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს და დღეს პირიქით, თურმე შემაშფოთებელი გზავნილები ისმის. კარგად უნდა დავფიქრდეთ რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რა ინტერესია ასეთი საქართველოს მიმართ. მათ მიერ დანიშნული ოპოზიცია ვერ მოდის თქვენთან, ამ ხალხთან ვერ მოდის, ვერ გელაპარაკებიან. პრაქტიკულად არ ატარებენ ისინი საარჩევნო კამპანიას. სამაგიეროდ ისინი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში ზოგან ღიად, ზოგან ფარულად იმისთვის, რომ უცხოეთიდან რაც შეიძლება მეტი შემაშფოთებელი გზავნილი წამოვიდეს. ქვეყნის გარედან რაც შეიძლება მეტი მაშველი რგოლი გადმოუგდონ წყალწაღებულ ოპოზიციას, რომელსაც მაინც არაფრის შანსი აქვს იმიტომ, რომ ქართველებმა კარგად გავაანალიზეთ წარსულიც, აწმყოც და ქართველი ხალხი ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იქნება ის, ვინც თავის ბედს თვითონვე განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ნათელ მომავალს, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ისევე როგორც ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყავით, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში ომის რისკი დასულიყო ნულამდე. ისევე როგორც დავიცავით ჩვენი ქვეყნის ღირსება და საქართველო შედგა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მომავალში ასე გაგრძელდება. მომავალში ჩვენ უნდა განვამტკიცოთ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხი. ისევე როგორც უკანასკნელ წლებში ჩვენ შევძელით პირველ ადგილზე ვყოფილიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რაც იმის გარანტია და უტყუარი დასტურია, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ამ გზით მიიღწევა. ამიტომ, მხოლოდ შვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი სლოგანიც, დევიზიც და ის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და მივესალმო ჩვენს ჩემპიონებს ლაშას და განსაკუთრებით, აი აქ გენო პეტრიაშვილს. კაცი, რომელიც სიამაყის სიმბოლოა და თქვენ აქაურებს განსაკუთრებით გეამაყებათ. ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს, ჩვენს სიამაყეს გაუმარჯოს. ჩვენს ჩემპიონებს გაუმარჯოს. ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები