21 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში

უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 574 მილიონ დოლარს გადააჭარბა. განახლებული მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. გაერთიანებული სამეფო, მალტა და იაპონია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტირების მიმართულებით, რეიტინგი საფინანსო სექტორმა, ვაჭრობამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ გაზარდა.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ორნიშნა მაჩვენებლით განსაზღვრულ ინვესტიციებზე აკეთებს აქცენტს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მონაცემები მთავრობის მყარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ინვესტორებისთვის საქართველო რომ საიმედო და ხელსაყრელი ადგილია - საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ, მონაცემების მიხედვით, მაჩვენებლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ინვესტიციების ორნიშნა მაჩვენებელს ეკონომიკის ზრდას უკავშირებენ ექსპერტები. ამბობენ, რომ ბიზნესი ქართულ ბაზარზე შემოსავლებს სწორედ მაღალი ეკონომიკური მონაცემების ფონზე აბანდებს.

ინვესტიციების მსგავსად, ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება ეკონომიკაში. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკით ირკვევა, რომ ეკონომიკა, ივლისში, 13 პროცენტით არის გაზრდილი.

დღის ამბები