21 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა, მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება" - ირაკლი კირცხალია

როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება - კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ. მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კირცხალია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე ოპოზიციის კრიტიკას.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი "თითოეული თეთრი" გამჭვირვალე იქნება.

"სრული აბსურდია. როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს ასეთი ეროვნული გადაწყვეტილება და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლის მთავარი პროფილი იქნება ქვეყანაზე, რეალურ საკითხებზე, ჩვენს იდენტობაზე, სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა. კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ. რომელ მოსყიდვაზე აქვთ საერთოდ საუბარი. მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამავე თემაზე: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება - ირაკლი კობახიძე

დღის ამბები