21 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კულტურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და "საქართველოს კულტურის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კულტურის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც "საქართველოს კულტურის დეკლარაციას" ხელი მოაწერეს. ხელმომწერების თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს კულტურის ძირითად ღირებულებებს და განსაზღვრავს მიზნებს, რომლებიც თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურის პოლიტიკა საქართველოში ძალიან სერიოზულად უნდა შეიცვალოს და ამაზე იმუშავეს ამ ადამიანებმა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი საქართველოს კულტურა, ამიტომ დღეს ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ დეკლარაციაზე, რომ როდესაც საქართველოში გაიმარჯვებს ოპოზიცია და შეიქმნება კოალიციური მთავრობა, ჩვენ შევქმნით ახალი კულტურის პოლიტიკას," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ბაქრაძემ.

დღის ამბები