21 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
იუპიტერის თანამგზავრს გიგანტური ასტეროიდი შეეჯახა - ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ასტეროიდი, რომელიც 20-ჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე ის, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, იუპიტერის თანამგზავრ განიმედს დაეჯახა, რის შედეგადაც ის თავისი ღერძიდან გადაიხარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევის თანახმად, შეჯახება დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მოხდა.

“განიმედი”, მზის სისტემის უდიდესი თანამგზავრია, უფრო დიდია ვიდრე მერკური და ჯუჯა პლანეტა პლუტონი. წინა კვლევებმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მისი სქელი ყინულოვანი ქერქის ქვეშ მარილიანი ოკეანეა, რომელიც 10-ჯერ უფრო ღრმაა, ვიდრე დედამიწის ოკეანეები.

მიუხედავად არსებული კვლევებისა და ახალი ინფორმაციისა, განიმედის ირგვლივ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რის დასადგენადაც მეცნიერებს უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდებათ, რათა უდიდესი თანამგზავრის შესახებ არსებული საიდუმლოებები და ევოლუციის ეტაპები გაარკვიონ.

დღის ამბები