მიუნხენის სამხრეთ ნაწილში, ნაცისტური დოკუმენტაციის ცენტრისა და ისრაელის გენერალური საკონსულოს მიმდებარედ, გერმანელმა სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ bbc წერს.
როგორც პოლიციამ დაადგინა, მამაკაცი 18 წლის ავსტრიის მოქალაქეა. ის პოლიციელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი ტერიტორიაზე ცეცხლსასროლ იარაღით შენიშნეს.
საკონსულო იმ დროისთვის 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე თავდასხმის 52 წლისთავთან დაკავშირებით, დაკეტილი იყო, რომლის დროსაც 11 ისრაელელი სპორტსმენი და პოლიციელი დაიღუპა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა თქვა, რომ ინციდენტის უკან უშუალო მოტივი არ არსებობდა, მაგრამ ის შესაძლოა მემორიალურ წლისთავს უკავშირდებოდეს.
ინციდენტის დროს, საკონსულოში არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შემდეგ, პოლიციამ მიუნხენის მთავარ სინაგოგაში დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.