საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები დღეს მოლდოვას დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები, ბათუმის არენაზე ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლიდერი ნიდერლანდებია 21 ქულით.