21 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში, მსხალდიდში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში, აგრეთვე ჯვრის ასახვევთანაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მილახვრიანი, ბაზალეთის ტბა, ვარსიმაანი, საშაბურო, პირმისაანი, გრიგოლაანთკარი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები