21 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
აშშ-ს სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ს სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. გარდაცვლილია 4 პირი, 9 კი დაშავებული.
ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.

აშშ-ს გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი აცხადებს, რომ მთავრობა ინციდენტის შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

მომხდარის შესახებ განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც.

”ბავშვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას უბრუნდებოდნენ, დღეს უნდა იყოს საინტერესო დღე, მაგრამ ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ საშინელ სროლას” - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

 

დღის ამბები