21 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - პარიზში ქართველების ტრიუმფი გრძელდება

ქართველი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება. დღეს პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მედალი მოიგო. პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 50 მეტრზე სროლაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ისტორიული მედალი, რომელიც ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. ეტლით მოფარიკავე პირველი ქართველია, ვინც ორ პარაოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოგება შეძლო. თიბილაშვილი ტოკიოს პარაოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი იყო, პარიზში კი - ფრანგი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. პარაოლიმპიადის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი უკვე საქართველოში არიან. გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ. გულშემატკივრებმა ჩემპიონებს აეროპორტში დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს.

პარაოლიმპიადის სადებიუტო დღეს ანა ჯაფარიძემ მესამე ადგილი დაიკავა. 19 წლის პარატაეკვანდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბირთვის მკვრელი გიგა ოჩხიკიძე ახალი რეკორდის ავტორი გახდა. მან ბირთვი 9.66 მეტრზე გაისროლა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

პარაოლიმპიური ნაკრები პარიზში 14 სპორტსმენითაა წარდგენილი. მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით კიდევ 6 მონაწილე გამოვა. პარიზის პარაოლიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება.

დღის ამბები