დანიის პოლიციამ, კოპენჰაგენში, ღაზას სექტორში ომისა და ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
დანიური მედიის ინფორმაციით, გრეტა ტუნბერგი პოლიციამ მოგვიანებით გაათავისუფლა. მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც აქტივისტი პოლიციის განყოფილებას ტოვებს.
პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე 6 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც 20-მა აქტივისტმა უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელი გადაკეტა. პოლიციას დაკავებულების ვინაობა არ დაუკონკრეტებია.