სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 29 ივლისს კიდევ ერთ ბრალდებულთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში რევაზ მიხანაშვილს სასტიკად სცემა. მიყენებული დაზიანებებით მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული იოსებ ბარჯაძე ბათუმში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა.
ამავე დანაშაულისთვის, მომხდარიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი.